ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ FamilyCredit

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი“ დაარსდა 2016 წელს ქ.ქუთაისში. 2017 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი. კომპანია დაარსდა ქართულ-უკრაინული ინვესტიციებით. უკრაინელი პარტნიორები ფლობენ და მართავენ ერთ-ერთ უმსხვილეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უკრაინის რესპუბლიკაში - www.microcredit.ua

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი“ ძირითადად ორიენტირებულია მცირე ბიზნესის დაკრედიტებაზე.  კლიენტებზე მორგებული გადახდის მოქნილი გრაფიკების და სესხის მომსახურების გამარტივებული პირობების შეთავაზებით, ორგანიზაციამ დროის მცირე მონაკვეთში შეძლო დივერსიფიცირებული და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შექმნა. კომპანიამ დაარსებიდან, სამი წლის მანძილზე შეძლო 17 ფილიალის გახსნა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და დაასაქმა 150 -ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიის მოკლევადიან სტრატეგიას შეადგენს ფილიალების ქსელის კიდევ უფრო გაფართოება ქვეყნის მასშტაბით, ასევე საფინანსო მომსახურების სრული სპექტრის დანერგვას, რაც მოიცავს ნაღდი უცხოური ვალუტის კონვერტაციას  და სწრაფ ფულად გზავნილებს. იგეგმება საკრედიტო პროდუქტების ნაირსახეობების გაფართოება და კლიენტისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პროდუქტების შეთავაზება, რაც იმთავითვე წარმოადგენს ორგანიზაციის მთავარ სლოგანს - „ხელმისაწვდომი ყველასთვის“.