საბანკო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, პარტნიორებთან ერთად დააფუძნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სტანდარტ ფინანსი“. 1998 წლიდან ვახტანგ ხეცურიანი იკავებდა „ვითიბი ბანკ ჯორჯია“-ში იმერეთის რეგიონალურ ფილიალში სხვადასხვა პოზიციებს (საოპერაციო განყოფილების უფროსი, მთავარი ბუღალტერი და ა.შ.). 2010 წლიდან კი გახდა ვითიბი ბანკ ჯორჯიას იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველი. 2016 წლიდან გახდა მიკრო საფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე, 2024 წლიდან კი ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა."
საბანკო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების
შემდეგ, ჩვენს გუნდს 2017 წლიდან შემოუერთდა. საწყის ეტაპზე იკავებდა მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია “სტანდარტ ფინანსის” ხობის ფილიალში საკრედიტო ოფიცრის პოზიციას. საუკეთესო
შედეგებიდან გამომდინარე 2018 წელს დაწინაურდა ზუგდიდის ფილიალის მმართველის პოზიციაზე.
2019-2022 წლებში რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე ხელმძღვანელობდა სამეგრელოს რეგიონს.
2022 წლის აპრილის თვიდან დღემდე იკავებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სტანდარტ ფინანსის”
გაყიდვების ქსელის დირექტორის პოზიციას."
საბანკო სფეროში 20 წელზე მეტი ვადის საქმიანობის შემდეგ შემოუერთდა გუნდს. 2017 წლიდან იყო აუდიტის კომიტეტის თავჯდომარე, 2024 წლიდან კი გადაინაცვლა სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის პოზიციაზე. ლაშა გრძელიძემ 2003 წლიდან დაიწყო საბანკო საქმიანობა „ვითიბი ბანკ ჯორჯიაში“ მიკრო სესხების მიმართულებით და გაიარა ფილიალში ყველა საფეხური (მიკრო სესხების ოფიცერი, ჯგუფის უფროსი, საკრედიტო განყოფილების უფროსი, ფილიალია მმართველი). 2010 წლიდან კი გადაინაცვლა ვითიბი ბანკი ჯორჯიას სათაო ოფისში საცალო დაკრედიტების მიმართულებით და იყოს სხვადასხვა პროდუქტების მიმართულების განყოფილების უფროსი (სამომხმარებლო სესხები, იპოთეკური სესხები, განვადება, საკრედიტო ბარათი, ავტო სესხები). 2017-2022 წლებში გახდა საცალო დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და კურირებდა ზემოთ ჩამოთვლილ ყველა განყოფილებას. 2022 – 2024 წლებში იყო კრედო ბანკის საცალო საკრედიტო პროდუქტების დეპარტამენტის უფროსი.""
კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი (უკარინის მოქალაქე), რომელსაც მიკრო საფინანსო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე, რის შემდეგაც პარნტიორებთან ერთად (ერთ-ერთი ვასილი ანტემიჩუკი) შექმნა მიკრო საფინანსო ორგანიზაცია MICROCREDIT. არის ამ კომპანიის მმართველი პარტნიორი."
კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი (უკარინის მოქალაქე), რომელსაც მიკრო საფინანსო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე, რის შემდეგაც პარნტიორებთან ერთად (ერთ-ერთი ვიტალი რულევსკი) შექმნა მიკრო საფინანსო ორგანიზაცია MICROCREDIT. არის ამ კომპანიის მმართველი პარტნიორი."
საბანკო სფეროში მრავალ წლიანი გამოცდილების შემდეგ შემოურთდა ჩვენს გუნდს. დიანა ბალხამიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა „ლიბერთი ბანკში“ სალარო/საკასო მომსახურების მიმართულებით. 2009 წლიდან მუშაობა გააგრძელა „ვითიბი ბანკი ჯორჯიაში“ იმერეთის რეგიონალურ ფილიალში სალარო/საკასო მომსახურების მიმართულებით. 2016 წლიდან უკვე ჩვენს კომპანიაში ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას, 2018 წლიდან კი გახდა კომპანიის გენერალური დირექტორი. 2024 წლიდან გადაინაცვლა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში."
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი გაიგე მეტი
ალეკო ჩაჩუა
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი
საბანკო და არა მარტო საბანკო საქმიანობაში მრავალწლიანი
გამოცდილებით შემოურთდა ჩვენს გუნდს. საბანკო გამოცდილება დაიწყო „ვითიბი ბანკ ჯორჯიაში“
საცალო დაკრედიტების სფეროში, თბილისის სხვადასხვა ფილიალში მუშაობით. 2014 წლიდან
გადაინაცვლა სათაო ოფისში იპოთეკური სესხების განყოფილებაში, სადაც მალევე გახდა აღნიშნული
განყოფილების უფროსი. 2020 წლიდან საბანკო კარიერა განაგრძო „თიბისი ბანკში“ იპოთეკური
ცენტრის უფროსად. 2023 წლიდან კი გადაინაცვლა დეველოპმენტის სფეროში, ერთ-ერთი მსხვილი
დეველოპერულ კომპანიაში გენერალური დირექტორის პოზიციაზე. "